ზურა ყიფშიძე: ოთხჯერ მქონდა კლინიკური სიკვდილი და წყნარად ვიყავი, მერე უკან მოგათრევენ
© Sputnik
„მე დიდი მექალთანე არასოდეს ვყოფილვარ. მე როგორც მანქანებს, ცოლებს ისე ხშირ-ხშირად ვერ ვიცვლი. იმიტომ რომ, მარტო ადამიანზე არ ვამბობ, ნივთზეც ვამბობ, თუ ვინმე მივიღე, მასთან რაღაც დამოკიდებულება მიჩნდება, მიყვარდება და იმასთან განშორება ცოტა რთულია. ხალხო, ტყუილად ხდება უამრავი რამ – მე პოლიტიკას და უამრავ რამეს ვგულისხმობ, მთელ ამ ჩვენს პატარა დედამიწას, რომელიც აფეთქდება. მოკლედ, ძალიან ბევრს ვფახაფუხობთ“, – ამბობს ზურა ყიფშიძე სატელევიზიო გადაცემაში.
მსახიობი ზურა ყიფშიძე იხსენებს: „კლინიკური სიკვდილი გამოვიარე, სადღაც გვირაბშიც ვიყავი, საშიში არაფერი იყო. ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანს ხორციელი ტკივილები. ამიტომ მე ყველას პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებდი“.