მსოფლიო დღეს

„ვერ გაბედავენ“ - ირანმა აშშ-ის მუქარებს უპასუხა

ირანის ხელისუფლება არ გამორიცხავს შესაძლო კონფლიქტს ამერიკულ მხარესთან - აშშ 52 წერტილოვანი დარტყმით იმუქრება
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი - Sputnik. ირანის შეიარაღებული ძალების მეთაური აბდულრაჰიმ მუსავი მიიჩნევს, რომ აშშ ვერ გაბედავენ დარტყმების განხორციელებას ირანის ობიექტებზე, რომელთა შესახებ ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, იუწყება РИА Новости.

გენერლის მკვლელობა: ირანის სულიერი ლიდერი აშშ-ზე შურისძიების პირობას დებს >>

ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელებზე შეტევის შემთხვევაში ირანის 52 სამიზნე წერტილზე „სწრაფ და ძლიერ დარტყმას“ განახორციელებს. მუქარები მას შემდეგ გაისმა, რაც ირანში ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის გენერალი ქასემ სულეიმანის მკვლელობისთვის შურისძიების პირობა დადეს.

„მომავალში შესაძლო კონფლიქტის დროს, რომლისთვისაც ეჭვი მეპარება, რომ გამბედაობა ეყოფათ, გაირკვევა, თუ რომელ ადგილს მიეკუთვნებიან ეს რიცხვები - 5 და 2“, - ციტირებს მას ტელერადიოკორპორაცია IRIB.

3 იანვრის ღამეს პენტაგონმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა ერაყში ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაცია. სულეიმანი მეთაურობდა ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ქვედანაყოფ „კუდსს“ - ირანულ გასამხედროებულ ფორმირებებს, რომლებსაც აშშ ტერორისტულ ორგანიზაციებს აკუთვნებს. ამერიკული დარტყმების შედეგად დაღუპულთა შორის იყო ასევე ერაყში შიიტური რაზმების მეთაურის მოადგილე აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ს საელჩოზე მომხდარ თავდასხმაში დაადანაშაულა.