სამტრედიაში დაკარგული მამაკაცის ცხედარი 36 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცის ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს. ის სავარაუდოდ მდინარეში გადახტა
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჯავახოს მიმდებარედ, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს - სამტრედიაში 30 წლამდე მამაკაცს ეძებენ

ადგილობრივების ინფორმაციით, ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, რომელსაც სოფელ საჯავახოში 30 ნოემბრის შემდეგ ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოები მდინარეზე მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცის ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს. ის სავარაუდოდ მდინარეში გადახტა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.