ტელეწამყვანი ნელი აგირბა მესამე შვილს ელოდება. სოციალურ ქსელშ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტის ახალი რჩეული „ჩემი ცოლის დაქალების“ ხმის ოპერატორი ეშტონ ლაღიძეა. იგი წლების მანძილზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის“ დრამერი იყო და სერიალშიც თამაშობდა.
წყვილმა ურთიერთობა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა და მეგობრებისგან მილოცვებიც მიიღო.
ცნობისთვის, ნელი აგირბას პირველი ქმარი, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ცნობილი პერსონაჟის, შავლეგო მადლიანის შემსრულებელი ილო ბეროშვილი გალხდათ, წყვილს ორი საერთო შვილი, სესილია და ევა ჰყავს.
ნელი მეორე ქორწინებაშიც იყო, თუმცა ეს ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. ორი წლის წინ, რამდენიმე თვეში დაქორწინების შემდეგ, მისი მეუღლე ირაკლი ძიმისტარიშვილი ანტალიაში დაიღუპა, სადაც მისი 13 წლის შვილი საჩოგბურთო ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი.
"კურიერის" წამყვანმა და მისმა რჩეულმა 2016 წლის ოქტომბერში იქორწინეს. 34 წლის ძიმისტარიშვილს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავდა, რომელსაც მარტო ზრდიდა. ცოტნე ძიმისტარიშვილი ჩოგბურთელია და წარმატებულად მონაწილეობს სხვადასხვა ტურნირში.