ყვითელი ამბები

შორენა ბეგაშვილი ამღერდა - ნახეთ ვისთან ერთად მღერის ცნობილი სექსსიმბოლო - ვიდეო

ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი შეყვარებულს რამდენიმე თვის წინ დაშორდა. ამის შესახებ ფანებმა თავად შორენასგან გაიგეს. მას შემდეგ, მსახიობი ძალიან გააქტიურდა და ექსპერიმენტებს არ უშინდება. ნახეთ ვისთან ერთად ჩაწერა სიმღერა
Sputnik

ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობითა და აქტიურობით გამოირჩევა. მისი ცხოვრებით დაინტერესებულები Instagram-სა და Facebook-ს ხშირად ამოწმებენ. შორენა, თავის მხრივ, მაქსიმალურად ცდილობს ახლოს იყოს თაყვანისმცემლებთან და ნორმის ფარგლებში ცხოვრების დეტალებს აზიარებს. ბეგაშვილი და მისი ოჯახის წევრები დიდ ყურადღებას იქცევენ. მისი შეყვარებული, ქალიშვილი, სამეგობრო წრე და შორენას პირადი ინტერესები ბევრ კითხვას ჰბადებს. მსახიობი „რუსთავი 2"- ზე ახალი გადაცემით დაბრუნდა. ახლა, ბევრ თაყვანისმცემელს გადაცემის დაწყების ზუსტი თარიღი აინტერესებს, რომლის ანონსი უკვე მზად არის.

სუპერ-ვარსკვლავს დამაინტრიგებელი განცხადებების გაკეთება არ უყვარს, საკმარისია რაიმე სკანდალური ფოტო გამოაქვეყნოს, საზოგადოება შორენას გარშემო ხმაურს არ წყვეტს. მსახიობმა თოქ-შოუ „პროფილის“ საახალწლო გადაცემაში საკუთარი ძალების სიმღერაში მოსინჯვა სცადა და მომღერალ ანდრეა გველესიანთან ერთად იმღერა.

შორენა ბეგაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება 2009 წელს სკანდალური როლებით მიიპყრო. მსახიობი ფილმში „ყველაფერი კარგად იქნება“ პრეზიდენტის საყვარლის როლით გამოჩნდა, სადაც სრულიად გაშიშვლდა და მძაფრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ამ ფილმის ეპიზოდი, რომელშიც შორენა კაბის ამარა ოთახიდან გამოდის და ნიკო გომელაურის წინ შიშვლდება, დღემდე არავის ავიწყდება. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე PLAYBOY-ში მკერდი გამოაჩინა, მისი ოჯახის წევრები და მეგობრები როლის გამო ეწინააღმდეგებოდნენ.