მახარაძე: ისეთ გენმოდიფიცირებულ საჭმელებს ვჭამთ - უკან ვიყურებით კუდი ხომ არ გამოგვეზარდა

ბიძინა მახარაძე იუმორში მოგვითხრობს სხვადსხვა სფეროში არსებულ იმ სიტუაციაზე, რაც დღეს ქვეყანაშია, ზედმეტად პედანტ ადამიანებს აშარჟებს.
Sputnik

 

მახარაძე: ისეთ გენმოდიფიცირებულ საჭმელებს ვჭამთ - უკან ვიყურებით კუდი ხომ არ გამოგვეზარდა
„დიდი დაკვირვება არ არის საჭირო იმისთვის, რომ დააკვირდე შემოდგომაზე და ზამთარში ქუჩაში რამდენი პირბადიანი ადამიანია. სულ მაინტერესებდა ეს ხალხი რა ფსიქოლოგიის მატარებელია და რით ცხოვრობენ, რა აშინებთ, რა ახარებთ. მაშ ასე, პირბადიანი ადამიანის მონოლოგი: სულ მეშინია სულ შიშის ქვეშ ვარ ეს კატასტროფაა ეკოლოგიური, წყალს იმისთანას ვსვამთ გეგონება ბენზინის „კალონკასთან“ არის შეერთებული, მალე ჟანგბადის ბალონებით ვივლით.“- ამბობს თავის მონოლოგში ბიძინა მახარაძე.

იუმორისტი ბიძინა მახარაძე: “საჭმელს იმისთანას ვჭამთ, ღორს რომ დავუყარე- თვალებით დედა შემაგინა, ყვავმა გენმოდიფიცირებული საკვები რომ აკენკა, იქვე შეუსრულდა 300 წელი“.