ყვითელი ამბები

„10 წლის განშორების შემდეგ 2020 წელს ვურიგდები...“ – მაიკო კაჭკაჭიშვილის ემოციური პოსტი

წყვილს ტყუპი ბიჭები ჰყავთ. მაიკოს ცხოვრებაში ბოლო პერიოდში ბევრი სიახლეა. მან კუჭის ოპერაცია გაიკეთა და წონაში დაიკლო. ახლა ის საუკეთესო ფორმაშია.
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი 10-წლიანი განშორების შემდეგ ქმარს ურიგდება. ამის შესახებ კომპოზიტორი სოციალურ ქსელში წერს.

„10 წლის განშორების შემდეგ 2020 წელს ვურიგდები ქმარს გაგიხარდათ? წავა კაი მუსიკების წერები. გილოცავთ კიდევ ერთხელ“, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

ორი წლის წინ კომპოზიტორი საჯაროდ აღიარებდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე მას წონაში დაკლების შემდეგ ყოველდღე ეკონტაქტებოდა.

„ყოფილი ქმარი ყოველდღე მირეკავს და მოდის“ – ამბობდა კომპოზიტორი კითხვაზე, რა შეიცვალა მაიკო კაჭკაჭიშვილის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა წონაში დაიკლო. ამის შესახებ იგი “პროფილში” საუბრობდა. თუმცა, კომპოზიტორი მაია ასათიანის შეკითხვაზე 2018 წელს პასუხობდა, რომ ლაზარიშვილს მასთან შერიგების შანსი არ ჰქონდა.

წყვილს ტყუპი ბიჭები ჰყავთ. მაიკოს ცხოვრებაში ბოლო პერიოდში ბევრი სიახლეა. მან კუჭის ოპერაცია გაიკეთა და წონაში დაიკლო. ახლა ის საუკეთესო ფორმაშია.