საცხობში გაზის გაჟონვის გამო გურჯაანში მამა–შვილი მძიმე მდგომარეობაშია

ორი მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. გურჯაანის ერთ–ერთ საცხობში მამა და შვილი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს, იუწყება პირველი არხი.

წინასწარი ინფორმაციით, 60 და 35 წლის მამაკაცები ბუნებრივი გაზის გაჟონვის გამო მოიწამლნენ. ისინი თონეში მცხობელებად მუშაობდნენ.

მამა–შვილი მძიმე მდგომარეობაში გურჯაანის კლინიკა „ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.

შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.