ყვითელი ამბები

„ამ ბავშვებით შეუძლებელია წესიერი ფოტოს გადაღება“-ნახეთ როგორ შეხვდნენ კალაძეები ახალ წელს

ანუკი არეშიძე ახალი წლის მშვენიერ დღეებს შვილებთან ერთად ატარებს. როგორც ჩანს, გადატვირთული გრაფიკი სასიამოვნო არდადეგებმა ჩაანაცვლა და ახლა დიზაინერი შვილებთან ისვენებს
Sputnik

დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს. როგორც დიზაინერი წერს, ბავშვების გამო ნორმალური ფოტოების გადაღება ვერ შეძლო და ამ ქაოსური არეულობით უწევს ახალი წლის მილოცვა. „იყავით ბავშვებივით ლაღები, ბედნიერები, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს და ულევ სიხარულს! მრავალს დაესწარით. მიყვარხართ და დიდი მადლობა ყველას“, - წერს დიზაინერი Instagram-ზე.

ანუკი არეშიძე ახალი წლის მშვენიერ დღეებს შვილებთან ერთად ატარებს. როგორც ჩანს, გადატვირთული გრაფიკი სასიამოვნო არდადეგებმა ჩაანაცვლა და ახლა დიზაინერი შვილებთან ისვენებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სოციალური ქსელის ოფიციალური გვერდის „სთორები“ შექმნილი სამოსებისა და ფეხსაცმლის ფოტოებითაა გადატვირთული, დიზაინერმა ამჯერად შვილების სურათების გამოქვეყნებაც გადაწყვიტა. თბილისის მერისა და დიზაინერის შვილები განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურებიან. მათი გარეგნობა გულგრილს არავის ტოვებს. მოდური წყვილი საჯარო სივრცეში ერთად ხშირად ჩნდება. მათ მიმართ მუდმივი ინტერესი არ წყდება. კახა კალაძის ვიდეოგანცხადებები და ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი სამოსი ადამიანების ყურადღების ცენტრშია. თითოეული მათგანი საკუთარი მოღვაწეობის სფეროსა და პროფესიულ ჭრილშია წარმატებული. წყვილი ოთხ ვაჟთან ერთად ინტენსიურად მოგზაურობს. კახა კალაძე და ანუკი არეშიძე შვილებს დიდ ყურადღებას აქცევენ მიუხედავად იმისა, რომ სახლში დიდხანს არ არიან.

წარმატებული ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე და თბილისის ყველაზე მოდური მერი კახი კალაძე უმცროს ვაჟს ნიკოლას ერთ წლამდე საგულდაგულოდ მალავდნენ. მათ მეოთხე ვაჟი – ნიკოლა 2018 წლის 4 სექტემბერს შეეძინათ. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე – კახაბერი – 7 წლის, ვაჩე კი – 5-ის. ბიჭები ერთმანეთზე ზრუნავენ და სიყვარულს არ მალავენ.  კახა კალაძის პოლიტიკური კარიერიდან გამომდინარე შვილებთან ურთიერთობისთვის ნაკლები დრო რჩება. მიუხედავად ამისა, ყველა კარგად ხედავს, რომ ოჯახი თავს იყრის საზღვარგარეთ სხვადასხვა მდიდრულ კურორტებსა თუ ევროპის გამორჩეულ ქალაქებში.