რეპიდან პოპამდე: 2019 წლის ქართული სიმღერების ტოპ–ხუთეული

ქართულ მრავალხმიანობაზე მსოფლიოში ლეგენდები დადის. ქართველების მიერ შესრულებული ხალხური სიმღერები ყველას ატყვევებს!
Sputnik

 

თანამედროვე ქართულ მუსიკასთან დაკავშირებით საქმე სხვაგვარადაა.

თუმცა, იგიც განვითარებისკენ ისწრაფვის. სწორედ ამიტომ „Sputnik საქართველომ“ გადაწყვიტა 2019 წლის თანამედროვე სიმღერების ტოპ–ხუთეული შემოგთავაზოთ – რეპიდან პოპამდე.

Kayakata

დავიწყოთ ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ქართული რეპ–ჯგუფით, რომელიც იპყრობს არამარტო საქართველოს, არამედ უცხოეთსაც. ტრეკს Polo Pаlace–ის ახალი სადებიუტო ალბომიდან Sadaa 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. 

მოუსმინეთ და დატკბით ახალგაზრდების შემოქმედებით. ჩვენ ვფიქრობთ, თქვენ მოგეწონებათ. მათ ხომ პუბლიკის სიყვარული შესრულების მანერით, ქართული და ინგლისური მიქსებით, ახალგაზრდებისთვის ახლობელი ყოველდღიურობის გამომხატველი ტექსტებით „იყიდეს“. ჯგუფის წევრები – მაქსიმე მაჩაიძე და ზურაბ ჯიშკარიანი არიან.

ნათია თოდუა

ჩვენს ხუთეულში შემდეგი ნათია თოდუაა Georgia–თი, რომელიც მოსწონს არამარტო ქართველ, არამედ უცხოელ მსმენელს – YouTube–ზე სიმღერას 110 ათასზე მეტი ნახვა აქვს. 

კლიპის არამარტო მოსმენა, არამედ ნახვაც სასიამოვნოა. თქვენ დატკბებით საქართველოს ულამაზესი ხედებით.

ბერა

რა თქმა უნდა, ტოპ–ხუთეული რომანტიულ ბერა ივანიშვილს გვერდს ვერ აუვლიდა. წელს მან მსმენელს სასიამოვნო სიმღერა She said yes აჩუქა, რომელიც საკუთარ მეუღლეს, ნანუკა გუდავაძეს მიუძღვნა. 

კომპოზიციამ 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ასევე აღნიშვნის ღირსია ვიდეოკლიპის ესთეტიკა. ხელმომწერები წერენ, რომ მასში მშვენიერია ყველაფერი: ნანუკა და ბერა, ფერთა გამა და თავად ატმოსფერო.

სტეფანე

ქართულ ბონომდში ცნობილმა შემსრულებელმა სტეფანე მღებრიშვილმა მსმენელი ასევე არ დატოვა საჩუქრის გარეშე. 

ტრეკმა სახელწოდებით Tango YouTube–ზე 185 ათასი ნახვა დააგროვა. სიმღერა სტეფანეს სტილშია შესრულებული: მისი მსუბუქი და ტკბილი ხმა მსმენელებისთვის სასიამოვნოდ აღსაქმელი გამოდგა.

დათო ხუჯაძე

სინამდვილეში დათო ხუჯაძის სიმღერას  „მანდე“ მათთვის წარმოვადგენთ, ვისაც ზაფხულის ხვატი მოენატრა. 

ხუჯაძე ამ სიმღერით თანამედროვე სტილს დაუბრუნდა – სიმღერა 300 ათასზე მეტ მსმენელს მოსწონს.