საქართველოს პრეზიდენტი „ნაძვის ხის“ ზეიმზე ბავშვებს გორში უმასპინძლებს

 წინასაშობაო კონცერტი გორის ცენტრში 6 იანვარს 17:00 საათზე ჩატარდება და საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობას გორიდან მიულოცავს.
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik.  „პრეზიდენტის ნაძვის ხის“ ზეიმი წელს გორში გაიმართება, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

 წინასაშობაო კონცერტი გორის ცენტრში 6 იანვარს 17:00 საათზე ჩატარდება და საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობას გორიდან მიულოცავს.

„პრეზიდენტის ნაძვის ხის“ ზეიმზე დასწრების ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მოუსმინოს ქართული ესტრადის ვარსკვლავებსა და გორის თეატრის მსახიობებს, რომლებიც სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ.

მაყურებლის წინაშე 6 იანვარს წარდგებიან გორის ფოლკლორული ანსამბლი, გორის ქალთა კაპელა და გორის გოგონათა გუნდი.

„პრეზიდენტის ნაძვის ხის“ ზეიმზე მისულ ბავშვებს საშობაო საჩუქრები დაურიგდებათ.