ეკატერინე ჩიგოგიძე: კიდევ ერთი წელი სრულდება, დასასრული კი ნიშნავს დასაწყისს
© Sputnik
„ვუახლოვდებით კიდევ ერთი წლის დასასრულს და ისევე, როგორც ყველა დასასრული, ეს ნიშნავს დასაწყისს. კიდევ ერთხელ შევხედოთ, თუ რა არის ჩვენს რეალობაში ახლა: ვინ ვართ როგორც პიროვნება, რისი მიღწევა შეგვიძლია მომავალში და გადავიტანოთ მხოლოდ ის, რაც შეესაბამება ჩვენს გაუმჯობესებულ ვარიანტს. გვჯერა თუ არა, ახლაც არსებობს ჩვენი უკეთესი ვერსია. ეს ვერსია შექმნის ჩვენს უკეთეს რეალობას“, – აღნიშნა ეკატერინე ჩიგოგიძემ.
ქოუჩის განმარტებით, ყველა ის გამოწვევა, დამარცხება და წარმატება, ის „კი“ და „არა“, რაც ჩვენს თავს ვუთხარით წინა წელს, საჭირო იყო, რათა ახალი წლიდან გადავწყვიტოთ, ვინ გვინდა ვიყოთ.