თაგვი, რომელმაც დაიპყრო დიდების ხეივანი და შთააგონა მსოფლიო – ფოტო

Sputnik

მიკი მაუსი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მულტიპლიკაციური პერსონაჟია. სწორედ მის შესახებ მულტფილმი გახდა პირველი ანიმაციური სურათი, რომელმაც ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი მიიღო. მიკი მაუსმა საპატიო „ოსკარიც“ მოიპოვა. ბოლოს და ბოლოს, ეს მსოფლიოში ერთადერთი თაგვია, რომელმაც XX საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკის თითქმის ყველა პრეზიდენტთან გადაიღო სურათი.

1 / 12
მიკი მაუსის დაბადების დღე 1928 წლის 18 ნოემბერია. ზუსტად ამ დღეს, მსოფლიოს მულტფილმი „მატარებელი ვილი“ უჩვენეს
2 / 12
მას შემდეგ ეს პერსონაჟი კომპანიის The Walt Disney Company და ამერიკული პოპ-კულტურის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა
3 / 12
დაახლოებით 20 წლის განმავლობაში - 1947 წლამდე მიკი მაუსს ახმოვანებდა თავად ოულტ დისნეი, თუმცა შემდეგ ქრონიკული ხველის გამო იძულებული გახდა უარი ეთქვა
4 / 12
არანაკლებ ცნობილია მიკის მეგობარი გოგონა - მინი მაუსი
5 / 12
ფოტოზე: რეჟისორები გრიგორი ალექსანდროვი, სერგეი ეიზენშტეინი, რეჟისორი-მულტიპლიკატორი, მხატვარი და პროდიუსერი უოლტ დისნეი, ოპერატორი ედუარს ტისე 1930 წლის ივნისში
6 / 12
ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი ჯილდოს „წლის ქალი Glamour 2009“ დაჯილდოების ცერემონიაზე
7 / 12
რუსეთში მიკი მაუსს სსრკ-ის დროს გაეცნენ. ფოტოზე: ოლიმპიელი დათვი და მიკი მაუსი მოსკოვის კინოთეატრ „როსიაში“ უოლტ დისნეის მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენების გახსნის ცერემონიაზე, 1988 წელი
8 / 12
მიკი მაუსის პირველი მოკლე ანიმაციური ფილმები აბ აივერსმა დახატა
9 / 12
ტოპ-მოდელები ლილი ოლდრიჯი და სტელა მაქსველი Fashion LA Awards-ზე დასავლეთ ჰოლივუდში
10 / 12
მიკი მაუსი მაყურებლის წინაშე ყოველთვის სახასიათო კოსტიუმითა და თეთრი ხელთათმანებით ჩნდება. მინი მაუსი კი ცნობილია დიდი ბაფთითა და წითელი ფერისადმი სიყვარულით
11 / 12
მიკი მაუსის „დამსახურებათა სია“ დიდია. ის ჩანს საბავშვო მოკლემეტრაჟიან ფილმებში, ასევე ფილმებში, მულტისერიალებში, წიგნებსა და კომიქსებში
12 / 12
ასეთი ცნობილი გმირი ჯილდოების გარეშე არ დარჩენილა. მიკი მაუსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაუხსნეს ვარსკვლავი, მის შემქმნელ უოლტ დისნეის კი 1932 წელს მისი შექმნისათვის „ოსკარი“ გადასცეს