ყვითელი ამბები

„ღმერთო კარგად ამყოფე“ - გუგა კუზანოვს მაშხალა აუფეთქდა - ნინო ნადირაძე ვიდეოს აქვეყნებს

ყველა კარგად იცნობს ნადირაძე-კუზანოვების ოჯახს. გუგამ და ნინომ ერთმანეთი სტუდენტობის პერიოდში გაიცნეს. მათი ოჯახის გარშემო განვითარებულ მოვლენებს თვალყურს დიდი ინტერესით ადევნებენ
Sputnik

კუზანოვების ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარი მასმედია ხდება. კარდიოლოგი დიდი სიხარულით მასპინძლობს სხვადასხვა გადაცემებს და ტელეეკრანებზე ინტენსიურად ჩნდება. გუგა და ნინო ერთად გატარებულ ერთ რუტინულ დღეს ყველას უზიარებენ. ნინო საკუთარ გარდერობსაც კი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და ქალბატონების აღფრთოვანებული კომენტარები არ წყდება.

ნინო ნადირაძე და გუგა კუზანოვი ორ შვილს ზრდიან. ბაია და ივა კუზანოვები განსხვავებული გარეგნობით გამოირჩევიან. ოჯახის უფროსი ქალიშვილი მშობლების გზას დაადგა და ახლა სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს, ხოლო ივიკო, როგორც მას მოფერებით ოჯახის წევრები ეძახიან, სკოლის მოსწავლეა და მისი სამომავლო კარიერის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.

გუგა და ნინო კუზანოვების ოჯახში მატებაა. მათ ერთადერთი ქალიშვილი ამ ზაფხულს დააოჯახეს. სოციალურ ქსელში წყვილის ფოტო-ვიდეოები აქტიურად ქვეყნდებოდა. ერთადერთი ქალიშვილის დაოჯახება და მასთან განშორება არც ისე ადვილი აღმოჩნდა გოგონას მშობლებისთვის. მომავალი ექიმის ბაია კუზანოვას მეუღლე გიორგი ბეჟაშვილია. მათ თაფლობის თვე კრეტაზე აღნიშნეს.

ნინო ნადირაძე და მისი ოჯახი სკანდალებში იშვიათად ეხვევიან, თუმცა კარდიოლოგი ნინო ეპატაჟური განცხადებების გავრცელებას თავს არ არიდებს. ცოტა ხნის წინ ნინომ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ახალი წლის დადგომას წყვილი ფეიერვერკით შეხვდა. როგორც ჩანს, გუგამ მისი გამოყენების ინსტრუქცია არ იცოდა, ამიტომ ვიდეო მოულოდნელად მალე დასრულდა.