ჩვენი ლელაჩკა წლების განმავლობაში თანამშრომლობდა Sputnik საქართველოსთან და ყოველ დილას ჩვენთან ერთად იწყებდა თავისი საფირმო მისალმებით: ძალიან დილა მშვიდობისა! ასე აფერადებდა ის თავისი ვირტუალური აივნიდან თითოეული მკითხველის დღეს და უზომო სითბოთი ავსებდა მათ გულებს არაჩვეულებრივი ისტორიებითა და მოგონებებით.
Sputnik საქართველოსრედაქციის გადაწყვეტილებით, დღეიდან ჩვენ კვლავ მოგესალმებით ლელაჩკას სახელით და ჩვენს ოქროს ფონდში დაცულ მის ჩანაწერებს ყოველდღიურად შემოგთავაზებთ.
2017 წლის ბედობა დღის, 2 იანვრის პუბლიკაციით დავიწყებთ.