თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. იტალიის ქალაქ ფაზანოში სამართალდამცველებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც ქურდობა ედებათ ბრალად, იუწყება ადგილობრივი მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე დაკავებული ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება. მათგან ყველაზე უფროსი 42 წლის მამაკაცია, ხოლო უმცროსი - 29 წლისა.
როგორც ირკვევა, პოლიციამ ერთ-ერთ სუპერმარკეტთან რამდენიმე საეჭვო პირი შენიშნა და შემოწმების მიზნით დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა. ამის შემდეგ ისინი გაჩხრიკეს და ორი სხვადასხვა სუპერმარკეტიდან მოპარული 450 ევროს ოდენობის პროდუქცია აღმოუჩინეს.
სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები სუპერმარკეტებს დაუბრუნეს.
სასამართლომ წვრილმან ქურდობაში ბრალდებულები პატიმრობიდან გაათავისუფლა, თუმცა ბოროტმოქმედები საიმიგრაციო სამსახურს გადასცეს. მათ ქვეყანა შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.