თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვისხე დაიწვა.
დედოფლისწყაროს რაიონის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ნაძვისხის დაწვის ზუსტ მიზეზს ის ვერ ასახელებს. როგორც ჯანიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, მიმდინარეობს გამოძიება.
მთავარი საახალწლო ნაძვისხე დედოფლისწყაროს რაიონულმა ადმინისტრაციამ 2012 წელს შეიძინა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ნაძვისხეს „ტრაგიკული ბედი“ ეწია – 2017 წელს ის ძლიერი ქარის გამო გადავარდა.