ბესო ბერულაშვილი: კახელი წამოდგა და მეუბნება: ჯო, რასა შვები? კიდევ მაიმუნობ?

ბესო ბერულაშვილი ქართული სუფრის თავისებურებებზე, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ მომენტებზე ხუმრობს.
Sputnik

 

ბესო ბერულაშვილი: კახელი წამოდგა და მეუბნება: ჯო, რასა შვები? კიდევ მაიმუნობ?
„იმერეთში მითხრეს ბატონო ბესო თქვენ გაგიმარჯოთ! შენ ესტრადის ხორავა ხარ! გამიარა ჟრუანტელმა, მერე გურიაში გადავედი: ბესოია, შენ გაგიმარჯოს, შენ რომ გამოჩნდები ვის გადარებ იცი?- დიდ ვასაძეს! ზესტაფონელმა თამადამ არც მეტი არც ნაკლები ესტრადის ზაქარიაძე ხარო!“- ამბობს იუმორინაზე ბესო ბერულაშვილი.

ბესო ბერულაშვილი: „ამერიკიდან ახლახან ჩამოვედი და ჯერ კიდე იმათ დროზე ვარ ჩარჩენილი. ამისთანა მუყაითი ხალხი არ მინახავ, ან ქვეყანა როგორ უყვართ ან ერთმანეთი, მანამდე კი ათასი ჭორი გამეგო და სიმართლე გითხრათ, ამერიკა ერთსქესიანი მეგონა“.