ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტით ავტომობილებით დატვირთულმა საიუბილეო კონტეინერმა გაიარა

მეათიათასე კონტეინერი იყო თურქეთი-ყაზახეთის მარშრუტით მიმავალი ბლოკ-მატარებლის შემადგენლობაში, რომელმაც ტრანზიტად აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ყაზახეთის სარკინიგზო სადგურ ჟეტი-სუს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 2 იანვარი - Sputnik. ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტით განხორციელდა საიუბილეო მეათიათასე კონტეინერის გადაზიდვა, რომელიც მსუბუქი ავტომობილებით იყო დატვირთული, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

40-ფუტიანი საიუბილეო კონტეინერი შემადგენელი ნაწილია ბლოკ-მატარებლისა, რომელმაც თურქეთ-ყაზახეთის მარშრუტით აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ყაზახეთის სარკინიგზო სადგურ ჟეტი-სუს მიაღწია.

ჩინეთიდან ევროპაში მიმავალმა პირველმა სატვირთო მატარებელმა ანკარა გაიარა

თურქეთიდან მიმავალი ბლოკ-მატარებლის 20 კონტეინერი დიზელზე მომუშავე მსუბუქი ავტომობილებით არის დატვირთული.

თურქეთიდან ყაზახეთში მატარებლის გადაადგილების ოპერატორია „აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი კომპანია ADY Container LLC.

ბაქო–თბილისი–ყარსის დერეფანი აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო. სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა გაგრძელდება >>

მარშრუტის სიგრძე 829 კილომეტრია, სავარაუდო გამტარუნარიანობა – წელიწადში მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთი. მომავალში ამ სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონა ტვირთამდე წელიწადში.