მსოფლიო დღეს

ტაივანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, ხოლო ხუთი – ცოცხალი იპოვეს
Sputnik

თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. ტაივანის თავდაცვის უწყების ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – გენერალური შტაბის უფროსი, იუწყება გაზეთი China Daily.

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვერტმფრენმა Black Hawk, რომლის ბორტზეც სამხედრო მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, მათ შორის გენერალური შტაბის უფროსი შენ იმინი, დღეს დილით ავარიული დაშვება განახორციელა ქალაქ ილანთან ახლოს, მთიან რაიონში.

გაზეთის ინფორმაციით, ამჟამად ცნობიია, რომ დაიღუპა რვა ადამიანი, ხუთი კი გადარჩა.