მსოფლიო დღეს

ათენში ძარცვისას მიღებული ტრავმით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

დაშავებული და მისი თანამზრახველი პოლიციამ დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა
Sputnik

თბილისი, 2 იანვარი - Sputnik. ათენის გარეუბანში ძარცვის მცდელობის დროს მიღებული ტრავმისგან საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.

საბერძნეთში ქართველმა ქალმა ახალშობილი შვილი სანაგვე ყუთში გადააგდო

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 2019 წლის 31 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 23:00 საათისთვის მოხდა. ორი მძარცველი ამბელოკიპის უბანში მდებარე ერთ-ერთ ბინაში შეიჭრა, თუმცა ისინი მეზობლებმა შენიშნეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.

ბერძნული მედიის ცნობით, პოლიციისგან თავის დაღწევის მცდელობისას, ერთ-ერთი მძარცველი ბინის დატოვებას ფანჯრიდან შეეცადა, თუმცა მინის ჩამსხვრევის დროს მას ქვედა კიდურის არტერია დაუზიანდა.

დაშავებული და მისი თანამზრახველი პოლიციამ დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, დაშავებულის   გადარჩენა ვერ მოხერხდა.