ბუნებრივ აირზე ახალი სამომხმარებლო ტარიფები ამოქმედდა

თბილისის მოსახლეობისთვის ტარიფი 2020 წლის ბოლომდე, რეგიონების მოსახლეობისთვის კი 2020 წლის 1 ივნისამდე
Sputnik

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik.  ახალი წლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მომხმარებლებისთვის ახალი ტარიფები დადგინდა. 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში წლის შედეგები შეაჯამეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, 1 იანვრიდან თბილისის მოსახლეობა ერთ კუბამეტრ გაზში 0,002 თეთრით ნაკლებს გადაიხდის და ტარიფი იქნება – 46,137 თეთრი.

ტარიფები  2020 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძლაში და 2022 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. როგორც კომისიაში აცხადებენ, ტარიფის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა ე.წ. „სოციალური გაზის“ შესყიდვაზე ტარიფის დაწევის გამო.

SOCAR Georgia Gas LLC–ის სამომხმარებლო ტარიფი დღგ–ის გათვალისწინებით 56 928 თეთრს შეადგენს (2019 წლის 31 დეკემბრისთვის ტარიფი შეადგენს 56, 929 თეთრი)

„საქორგაზის“ ახალი კლიენტებისთვის (დღგ–ის ჩათვლით) ტარიფი შეადგენს 56 990 თეთრს (2019 წლის 31 დეკემბრისთვის ტარიფი იყო 56 999 თეთრი).

ახალი სამომხმარებლო ტარიფები ძალაში 2020 წლის 1 იანვარს შევიდა და 2020 წლის 1 ივლისამდე იქნება ძალაში.