ქობულეთში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სასწრაფო–სამედიცინო ბრიგადებმა დაშავებულები ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“

საქართველოში მოსკოვიდან მომავალი და ავარიაში მოყოლილი ავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

შემთხვევა სოფელ კვირიკესთან გუშინ, საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სასწრაფო–სამედიცინო ბრიგადებმა  დაშავებულები ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების  ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.