უმუშევრობის პრობლემას ახალი სტრუქტურა გადაწყვეტს

ახალი სააგენტოს კომპეტენციაში გადავა მოსახლეობის დასაქმების საკითხებში დახმარება, რომელსაც აქამდე სოციალური მომსახურების სააგენტო წყვეტდა
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. 1 იანვრიდან ქვეყანაში უმუშევრობის შემცირების მიზნით ახალი უწყება – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო  იწყებს საქმიანობას.

მთავრობამ სპეციალური დადგენილება მიიღო, რომლის თანახმად ახალი უწყება თავის თავზე აიღებს უმუშევრობის პრობლემების გადაწყვეტის ფუნქციებს. აქამდე ამ ფუნქციებს სოციალური მომსახურების სააგენტო ასრულებდა.

„ეს ადვილი არ არის" – ივანიშვილმა საქართველოს მთავარი პრობლემა დაასახელა

ახალი უწყება შუამავლის როლს შეასრულებს სამუშაოს მაძიებელთა და ბიზნესს შორის. ის აღრიცხავს სამუშაოს მძებნელებს, შეისწავლის შრომის ბაზარს და გასცემს რეკომენდაციებს ქვეყანაში შრომითი ბაზრის საკითხებზე.

სააგენტო ასევე აქტიურად მოაგვარებს ქვეყნის შიგნით შრომითი მიგრაციის საკითხს და მიხედავს საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების საკითხებს.

ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, უმუშევრობა საქართველოში 12,8%–ს შეადგენდა.

მთავრობის წევრებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ უმუშევრობა ძალიან ნელი ტემპით მცირდება. პროცესის აჩქარებისთვის 2025 წლამდე ყოველწლიურად 50–60 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა საჭირო.

ვინ დარჩება უმუშევარი უახლოეს მომავალში: არასაჭირო პროფესიები>>

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების პროგრამის მკაცრად შესრულება ურჩია, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას.