თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავებმა და არა მხოლოდ, ისევე როგორც სოციალური ქსელების მილიონობით მომხმარებელმა მთელ მსოფლიოში, 2019 წლის ბოლო წუთებში თავიანთ გვერდებზე საზეიმო ფოტოები გამოაქვეყნეს. გთავაზობთ ლამაზი ნაძვის ხეების ფონზე, საახალწლოდ მორთულ ინტერიერებში გადაღებულ, ექსტრავაგანტულ სამოსში გამოწყობილი ცნობილი ქართველების ფოტოებს.
ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი (მამულიჩა)
ვალერი მელაძე და ქართული ღვინო
„ახალ წელს გილოცავთ!!!“ - ლაკონიურად ულოცავს მომღერალი ვალერი მელაძე ხელმომწერებს დღესასწაულს და ორივე ხელში ქართული ღვინით სავსე უზარმაზარი ბოთლები უჭირავს.
ჟანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე
ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად
დიზაინერი ბიჭოლა და შეუდარებელი სვეტლანა ლობოდა
„ბედნიერ ახალ 2020 წელს! სიყვარული და მშვიდობა!“ - წერენ დიზაინერი და მომღერალი.
ბერა ივანიშვილი
მუსიკოსმა და საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა 2019 წლის ბოლო საათებში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოკოლაჟი წლის საუკეთესო მომენტებით.
„მგზავრები“
ქართული საშობაო „ალილოთი“ მიულოცა ხელმომწერებს ახალი წელი პოპულარულმა ფოლკჯგუფმა „მგზავრებმა“.
ირაკლი მაქაცარია
გასული წლის შედეგები შეაჯამა და ხელმომწერებს ახალი წელი მიულოცა ქართველმა ტელეწამყვანმა და მეწარმემ ირაკლი მაქაცარიამ. სასიამოვნო მომენტებიდან იგი იხსენებს თავისი დის, ლანას ქორწილს, საერთაშორისო მწვრთნელის ლიცენზიის მიღებას, პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ჟიურის წევრობას, ასევე საიუველირო ნაკეთობათა საკუთარი ბრენდისა და თავისი სახელის საქველმოქმედო ფონდის შექმნას.
„2020 წელს მინდა ყველას ვუსურვო სიმშვიდე, მშვიდობა უკრაინაში, საქართველოში და მთელ პლანეტაზე. დააფასეთ, გიყვარდეთ ერთმანეთი, მეგობრებო. ყველაფერი იქნება! გეხვევით! გილოცავთ!“ - წერს მაქაცარია.