დაიკელით წონაში: მეცნიერები მანდარინის უნიკალურ თვისებას ასახელებენ

სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სწორად ჭამის შემთხვევაში, მანდარინი შეუცვლელი საშუალება შეიძლება გახდეს წონაში დასაკლებად.
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. მანდარინში შემავალი განსაკუთრებული ნივთიერებები ჭარბ წონასთან გამკლავებას ეხმარება, დაასკვნეს ესპანელმა მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე. ამის შესახებ წერს გამოცემა La Vanguardia. 

სეზონური ხილის საფრთხე: როგორ შეიძლება შემოგვიტრიალდეს ბევრი მანდარინის ჭამა

როგორც წესი, ექიმები არ ურჩევენ მკაცრ დიეტაზე მყოფ ადამიანებს ტკბილი ხილის მიღებას, მაგრამ ვალენსიის უნივერსიტეტის სწავლულების დასკვნით, ეს წესი ციტრუსებზე, უპირველესად კი მანდარინზე, არ ვრცელდება. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სწორად ჭამის შემთხვევაში, მანდარინი შეუცვლელი საშუალება შეიძლება გახდეს წონაში დასაკლებად.

მეცნიერების თქმით, მანდარინი შეიცავს ორგანულ პიგმენტებსა და რეტინოიდებს, რომლებიც ხელს უწყობს სასარგებლო უჯრედული პროცესების მთელი კომპლექსის აქტივაციას. კეძოდ, მანდარინი ამუშავებს გაცხიმოვნებასთან ბრძოლის უჯრედულ მექანიზმს. ამ დროს ორგანიზმი იწყებს მეტი ენერგიის ხარჯვას, თუმცა მადა ჩვეულ დონეზე რჩება.

ამასთან, მკვლევარების თქმით, გახდომის მსურველებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვან ეს ციტრუსი ზედმეტად დიდი რაოდენობით. ესპანელი მედიკოსები ირწმუნებიან, რომ სწორი და გარანტირებულად შედეგიანია მანდარინის ხშირად და მცირე−მცირე რაოდენობით  მიღება სხვა ისეთ პროდუქტებთან ერთად, რომლებიც გახდომას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ახლო მომავალში აპირებენ, მანდარინის ექსტრატზე შექმნან მაღალეფექტური დიეტური დანამატები.