ცხოვრება ახლებურად: რა სახსრებით იცხოვრებს საქართველო 2020 წელს

პარლამენტმა მთავარი ფინანსური დოკუმენტი გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. იგი საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციების და მოსახლეობის საჭიროებების საფუძველზე შემუშავდა.
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. 1 იანვრიდან, საქართველოში მოქმედებს ახალი ბიუჯეტი 14.4 მილიარდი ლარის ოდენობით, რომლის ძირითადი თანხები ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და განათლების მიმართულებით განაწილდება.

საქართველოში 1 იანვრიდან შემწეობა და პენსიები გაიზარდა >>

პარლამენტმა მთავარი ფინანსური დოკუმენტი გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. იგი საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციების და მოსახლეობის საჭიროებების საფუძველზე შემუშავდა.

რა მონაცემებზე დაყრდნობით არის გაანგარიშებული 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

2020 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4.5% იყო. ამავე დროს, იგი ითვალისწინებს როგორც მშპ-ს ზრდის ამჟამინდელ მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მომავალი წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შესახებ, მათ შორის პროგნოზებს საქართველოს მიმართ.

ამრიგად, ბიუჯეტი გამოითვლება მშპ-ის 4.5%-იანი ზრდის საფუძველზე, 3.5%-იანი დეფლატორის გათვალისწინებით. საბიუჯეტო დეფიციტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით, არ უნდა აღემატებოდეს 2.5%-ს მშპ-ს მიმართ.

2020 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი

მაჩვენებელი2019 წელი2020 წელი
ეკონომიკური ზრდა, %4,84,5
დეფლატორი, %5,03,5
მშპ-ს მოცულობა, მლრდ ლარი49,153,1
შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი11,312,3
სახბიუჯეტის დეფიციტი, % მსპ-თან2,52,5
სახბიუჯრტის ხარჯები, % მშპ-თან24,621,6

ნომინალური მშპ მომდევნო წელს 53,1 მილიარდი ლარის დონეზეა დაგეგმილი.

სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები იგეგმება 14.6 მილიარდი ლარის დონეზე, მათ შორის შემოსავლები 11.2 მილიარდი ლარის ოდენობით არის ნავარაუდევი.

სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა უნდა შეადგინოს 10.5 მილიარდი ლარი, გრანტებმა - 241.9 მილიონი ლარი, ხოლო სხვა შემოსავლებმა - 520 მილიონი ლარი.

როგორ არის განაწილებული საბიუჯეტო სახსრები?

პროგნოზის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებები განისაზღვრა 14,4 მილიარდი ლარის ოდენობით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრები - 13.3 მილიარდი ლარით, ხოლო დაფინანსება დონორების მხრიდან - 1.2 მილიარდი ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2020 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები

 20192020
შემოსულობები სახბიუჯეტში12956,514554,2
სახბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები964510465
გრანტები390,4241,9
სახბიუჯეტის ასიგნებები13313,114432,9

2020 წელს ყველაზე დიდ დაფინანსებას მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით იზრდება 384.6 მილიონი ლარით და 4.3 მილიარდ ლარს ანუ ასიგნებების მთლიანი მოცულობის 30.2%-ს შეადგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 2020 წელს სფეროების მიხედვით

ასიგნების მიმართულებაასიგნებების მოცულობა, მილიონი ლარიმშპ-სთან მიმართებაში,%
ზოგადი დანიშნულების სახელმწიფო ხარჯები1,846.03.5
თავდაცვა978.71.8
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება1215.62.3
ეკონომიკური საქმიანობა2222.24.2
გარემოს დაცვა103.30.2
საბინაო და კომუნალური მომსახურება143.30.3
ჯანდაცვა1 134.52.1
დასვენება, კულტურა და რელიგია352.20.7
განათლება1560.12.9
სოციალური დაცვა3512.26.6

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება 71,6 მილიონი ლარით და ორ მილიარდ ლარს გადააჭარბებს. განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს დაფინანსება გაიზრდება 31.9 მილიონი ლარით და 1,7 მილიარდ ლარს შეადგენს.