2019 წლის ტექნიკური ინსპექტირების შედეგები: 2 000 ზე მეტ ავტომობილს გადაადგილება აეკრძალა

სატრანსპორტო საშუალებების დახარვეზების ძირითადი მიზეზები ფარების და შუქარეკლის და სამუხრუჭე მოწყობილობების გაუმართაობა იყო.
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. 2019 წელს ტექნიკური ინსპექტირება 1 259 581-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ 

ახალი წელი – ახალი წესები: რა ამოქმედდა საქართველოში 1 იანვრიდან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, იმ ავტომობილიდან, რომლემმაც ტექნიკური ინსპექტირება წელს გაიარა,  ყოველი მეორე, ანუ 496 368 დახარვეზდა, ხოლო 2 800−ს კი გზაზე გადაადგილება აეკრძალა.

სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 ივლისიდან ეტაპობრივად ამოქმედდა. ყველა სახის ავტომობილისთვის ის სავალდებულო 2019 წლის 1 იანვრიდან გახდა.

სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან დღემდე პირველადი შემოწმება სულ 885 615-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. აქედან დახარვეზდა 473 862 ავტომობილი, გზაზე გადაადგილება კი 2 310-ს აეკრძალა. განმეორებით ვიზიტზე მათმა ნაწილმა ხარვეზები გამოასწორა. ხელმეორე შემოწმებაზე 373 966 სატრანსპორტო საშუალებიდან, 22 506 დახარვეზდა და 490-ს — გზებზე გადაადგილება აეკრძალა.

სატრანსპორტო საშუალებების დახარვეზების ძირითადი მიზეზები ფარების, შუქარეკვლისა და სამუხრუჭე მოწყობილობების გაუმართაობა იყო.

2020 წლის 1 იანვრიდან კი სატრანსპორტო საშულებები, რომლებშიც გაზის ბალონებია (თხევადი გაზისთვის) განთავსებული, სპეციალურ შემოწმებას გაივლიან.