ზურაბიშვილი: სადაც ერთიანობა შეგვიძლია, იქ ყველაფერი შეგვიძლია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად დაძაბულობისა, 2019 წელი მაინც სიხარულით დამთავრდა.
Sputnik
ზურაბიშვილი: სადაც ერთიანობა შეგვიძლია, იქ ყველაფერი შეგვიძლია

„ყველაფრის მიუხედავად; დაძაბულობისა თუ პოლარიზაციის მიუხედავად, რომელიც ასე გვთრგუნავს, მაინც შევძელით საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება. ეს ის მოვლენაა, რომელზეც ამ ახალ წელს უნდა დავფიქრდეთ და დავიჯეროთ, რომ სადაც ერთიანობა შეგვიძლია, იქ ყველაფერი შეგვიძლია", - ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, 2019 წელს დაგვაკლდა სიმშვიდე,  დაძაბულმა გარემომ გავლენა მოახდინა თითოეულ ჩვენგანზე,  მაგრამ ეს წელი მთავრდება იმედითა და სიხარულით.