გახარია: ჩვენ თავად უნდა შევქმნათ მომავალი, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ
© Sputnik
„ახალ წელს იმედით და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ვხვდებით. ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები გაგვმართლებოდეს ყველას - თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ახალგაზრდებსა და უფროს თაობას. საქართველო ისტორიულად იდგა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, მაგრამ, ჩვენი ტრადიციებით, მიზანდასახულობით, თავისუფლებისადმი მუდმივი სწრაფვით და ერის გონიერებით - ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი უნიკალური კულტურული იდენტობა. სწორედ ამ მიზანსწრაფულობით, ერთად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე, ისე, როგორც ზრუნავდნენ ჩვენი წინაპრები“, -ამბობს გახარია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ექიმებმა, მასწავლებლებმა, ჯარისკაცებმა, პოლიციელებმა, საჯარო მოხელეებმა, მეწარმეებმა და სტუდენტებმა - ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ არსებული გამოწვევები.