თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. 2019 წელი იყო ძალიან მრავალფეროვანი: მხიარული, ზოგჯერ სევდიანი. მაგრამ ახლა არ ვილაპარაკებთ სევდიანზე, მხოლოდ სასიხარულო და სასიამოვნო ამბებზე. ბავშვების დაბადებაზე კარგი რა უნდა იყოს? ამიტომ საუბარი მათ შესახებ გვექნება.
„Sputnik-საქართველო“ გააცნობს მკითხველს „ვარსკვლავურ“ ბავშვებს, რომლებიც 2019 წელს დაიბადნენ.
ბერუკა ივანიშვილი
წელს პირველად მშობლები გახდნენ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, მუსიკოსი ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე. ახალბედა მშობლებთან ერთად პატარას დაბადებას ლამის მთელი საქართველო ელოდა და დღეებს ითვლიდა. ბერამ მაშინვე ატვირთა პატარას ფოტო, და მიუხედავად იმისა, რომ სახე არ უჩანდა, ფანებისთვის ესეც საკმარისი იყო იმისათვის, რომ დიდი სიხარული გამოეხატათ ბერუკას დაბადების გამო.
გაბრიელა მილანოვა
2019 წლის დასაწყისში ამ ქვეყნად მოევლინა გაბრიელა - ქართველი მომღერლის, თაკო გაჩეჩილაძისა და პროდიუსერისა და კომპოზიტორის, ბორის მილანოვის ქალიშვილი. თავიდან წყვილი არ აზიარებდა გოგონას ფოტოებს, მაგრამ ახლა უკვე შეგვიძლია კარგად დავინახოთ პატარა გოგონას საყვარელი სახე.
ტყუპები ანა და გიორგი
გასულ წელს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ იმით გაგვაკვირვა, რომ ყველასაგან მალავდა თავის საყვარელ ქალს იანა კოკოულინას, შემდეგ კი იმით, რომ წყვილს ტყუპები შეეძინა. სამწუხაროდ, მეგობრების მილოცვები წაშლილია, თავად ბახტაძემ კი ეს სიახლე არ გაახმოვანა და ბედნიერებით ჩუმი ტკბობა ირჩია.
ნატატა და თინანო
უსაყვარლესი ტყუპები ეყოლათ ჟურნალისტსა და ტელეწამყვან ნოდარ მელაძესა და თეა ცეცხლაძეს. ეს თანამედროვე მშობლები არ დაელოდნენ, სანამ მათი შვილები ერთი წლის გახდებიან და მთელს ქვეყანას გოგონების დაბადება იმავე დღეს ამცნეს.
მია გრიგოლია
წელს გოგონა ეყოლა ცნობილ ქართველ კომიკოსსა და წამყვანს, ნიკა გრიგოლიას და მის მეუღლეს მარიამ ფაღავას. გოგონას მია დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ გრიგოლიას პირველი ქორწინებიდან 11 წლის ბიჭი ჰყავს.
სანი სანაია
ბიჭუნა, რომელსაც სანი დაარქვეს, დაიბადა ჟურნალისტ ვახო სანაიას და თამუნა ყურაშვილის ოჯახში. ვახო სანაიას წინა ორი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.
მარიამ ტალახაძე
ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე წელს პირველად მამა გახდა. ანა დემურიამ მას შესანიშნავი გოგონა სახელად მარიამი აჩუქა.
ლიკა ჩხიკვიშვილი
ახალგაზრდა მშობლებმა - ქართველი მსახიობმა ირაკლი ჩხიკვიშვილმა და გაია ხაჩიძემ წელს საჩუქრად პატარა ლიკა მიიღეს.
ნიკოლოზ დედალამაზიშვილი
ჯგუფი „მგზავრების“ სოლისტსა და მის მეუღლეს მარინა კარპის წელს მეორე შვილი, ნიკოლოზი ეყოლათ. წყვილმა ბავშვის ნათლობის უამრავი ფოტო ატვირთა.