პოლიციასთან დაპირისპირება და ატრაქციონები – პარლამენტთან კვლავ ხმაური იყო

თბილისის მერიამ პარლამენტის წინ საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟება დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების კარვები აიღო.
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. პოლიციამ ღამით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტების კარვები აიღო, რომლებიც ნოემბრის შუა რიცხვებიდან ქვეყნის საარჩევნო სისტემის შეცვლას მოითხოვენ.

პოლიციასთან დაპირისპირება და ატრაქციონები – პარლამენტთან კვლავ ხმაური იყო

სამოქალაქო აქტივისტების მხარდასაჭერად თბილისის ცენტრში ოპოზიციონერი ლიდერები შეიკრიბნენ. სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის, რომელიც ტერიტორიას წმენდდა, რამდენიმე შეტაკება მოხდა, დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მოძრაობის „სირცხვილია“ წევრი ნოდარ რუხაძე.

პოლიციასთან დაპირისპირება და ატრაქციონები – პარლამენტთან კვლავ ხმაური იყო

„ასე ულოცავთ მოსახლეობას ახალ წელს?!“ – მიმართა ხელისუფლებას პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ.

მერიის წარმომადგენლებმა კი პარლამენტის წინ ატრაქციონები მიიტანეს და დამონტაჟება დაიწყეს.

პოლიციასთან დაპირისპირება და ატრაქციონები – პარლამენტთან კვლავ ხმაური იყო

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, აქტივისტები დღისით შეშისგან ნაძვის ხის დადგმას აპირებდნენ, ხოლო ტელეარხს პირდაპირი ეთერი უნდა ჩაერთო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან.