მსოფლიო დღეს

ლონდონში ვანდალმა პიკასოს ნახატი დააზიანა

როგორც ჩანს, თავდამსხმელი შეპყრობილი იყო დიდი მხატვრით. ახალგაზრდა მამაკაცის საქციელის მოტივები ჯერჯერობით დადგენილი არ არის
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბრალი წარუდგინა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც გალერეაში Tate Modern ცნობილი ესპანელი და ფრანგი მხატვრის პაბლო პიკასოს ნამუშევარი დააზიანა - ნახატი 20 მილიონი ფუნტი ღირს, იტყობინება ტელეარხი ITV.

ესპანეთში ქართველი მხატვრის ნახატი იძებნება - რაც უნდა მოხდეს, მაინც ქართველი ვიქნები

ინციდენტი ამ უქმეებზე მოხდა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ. ტელეარხის ცნობით, 1944 წელს პიკასოს ტილო „ქალის ბიუსტი", რომელიც ახალგაზრდა მამაკაცმა დააზიანა, ჩვენებიდან მოიხსნა. ამჟამად, გალერეის თანამშრომლები შესაძლო ზარალს აფასებენ.

აღსანიშნავია ის, თუ კონკრეტულად როგორ დააზიანა ვანდალმა ნახატი. ზოგიერთი ცნობით, მან ნახატი დაჭრა.

„გამომძიებლებმა, რომლებიც გალერეაში (Tate Modern) შაბათს მომხდარ დაზიანების ფაქტს იძიებენ, მამაკაცს ბრალი წარუდგინეს. 20 წლის შაკილ მესის (Shakeel Massey) ლონდონის ჩრდილო-დასავლეთიდან ბრალად ედება ზარალის მიყენება”, - განაცხადა ლონდონის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი 30 იანვრამდე პატიმრობაში დარჩება. იმ დღეს, მის საქმეზე ლონდონის სასამართლოში წინასწარი მოსმენა გაიმართება.