ყვითელი ამბები

ქეთა თოფურიას შვილის საახალწლო ლექსი სოცქსელებს იპყრობს - ოლივია უსაყვარლესია

გასტროლებიდან დაბრუნებული მომღერალი დროს შვილთან ოლივიასთან ერთად ატარებს. ახალი წლის მოახლოება ფუსფუსსა და ამაღლებულ განწყობასთანაა დაკავშირებული. ქეთამ და მისმა ქალიშვილმა ულამაზესი სახლის უფრო მეტად გალამაზება გადაწყვიტეს
Sputnik

რამდენიმე დღეა არ წყდება საუბარი მოსკოვშ მოღვაწე ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას სახლის საახალწლო ინტერიერთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ მომღერალმა Instagram- ის პირად გვერდზე შვილის, ოლივია გეიხმანის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის საახალწლო ლექსს ამბობს. ვიდეოს უამრავი ცნობილი, თუ არაცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. ყველა აღფრთოვანებულია გოგონას ნიჭიერებით.

გასტროლებიდან დაბრუნებული მომღერალი დროს შვილთან ოლივიასთან ერთად ატარებს. ახალი წლის მოახლოება ფუსფუსსა და ამაღლებულ განწყობასთანაა დაკავშირებული. ქეთამ და მისმა ქალიშვილმა ულამაზესი სახლის უფრო მეტად გალამაზება გადაწყვიტეს. მინიმალური მორთულობა ოთახს მეტ ორიგინალურობას ჰმატებს. წითელი, ნაცრისფერი და თეთრი საახალწლო სათამაშოებით მორთული ფანჯრები ზღაპრულ ეფექტს ქმნის. როგორც ჩანს, ამ ოთახიდან ქეთას ერთადერთი ქალიშვილი აღარ გამოდის. ახალბედა დედა მხიარულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც პატარა ოლივია ანტიკვარულ კასრში ზის და მოციმციმე თვალებით დედის ობიექტივს უყურებს.

ცნობილია, რომ ქეთას მოსკოვში, მათ შორის ქალაქის ცენტრში ორი ბინა აქვს. პირველი, რომელიც ამერიკაში ცხოვრების დროს ჰქონდა შეძენილი, მუქ ფერებშია გადაწყვეტილი. როგორც ჩანს, ამ სახლში ქეთას განმარტოება სურს. ინტერიერში ძველი შტრიხებია დამატებული. ხოლო ახალი სახლი ნათელი, დიდი და მეტად თანამედროვეა. აქ ქალიშვილთან ერთად ხშირად ნებივრობს და ნამდვილად შესაშური დიზაინი გამოუვიდა. აღსანიშნავია, რომ ორივე საცხოვრებლის დიზაინერ-არქიტექტორი ლეილა ქავთარაძეა. მიუხედავად ამისა სახლების დიზაინი ისე განსხვავდება, თითქოს დიზაინზე ორმა სხვადასხვა ადამიანმა იმუშავა.

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სკანდალური ცხოვრებითაა ცნობილი. ამჟამად მთელი რუსეთის ყვითელი პრესა მის მესამე პარტნიორს განიხილავს. მომღერალს ერთი ქალიშვილი ოლივია გეიხმანი ჰყავს. პატარა გოგონას გაზრდაში ქეთას დედა ეხმარება.