მსოფლიო დღეს

პრეზიდენტის იმპიჩმენტი: ბაიდენი ტრამპის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს

მანამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ არ მისცემდა ჩვენებას ტრამპის წინააღმდეგ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-ის კონგრესის სენატი მას შესაბამის შეტყობინებას გაუგზავნიდა.
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. ამის თაობაზე ბაიდენმა საკუთარ Twitter-აკაუნტზე დაწერა.

​„არ ვაპირებ ისე წარმოვაჩინო, თითქოს რესპუბლიკელებს რაიმე სახის სამართლებრივი საფუძვლები გააჩნიათ იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებით ჩემი ჩვენებების მისაღებად... ეს ტრამპის იმპიჩმენტია და არა ჩემი“, — დაწერა ბაიდენმა.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენება თეთრმა სახლმა უნდა მისცეს და არა მან. 

პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე ამერიკელთა აზრი მკვეთრად გაიყო

მანამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ არ მისცემდა ჩვენებას ტრამპის წინააღმდეგ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-ის კონგრესის სენატი მას შესაბამის შეტყობინებას გაუგზავნიდა. ამასთან მან განმარტა, რომ კანონმდებლების მხრიდან მსგავსი მოთხოვნა „ზედმეტად თვალთმაქცური“ იქნებოდა.  

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა 25 სექტემბერს წამოიწყო. ამის მიზეზად იქცა ამერიკის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკისთან. დემოკრატიული პარტიის ლიდერებს სურთ დაამტკიცონ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ზეწოლას ახდენდა უკრაინელ კოლეგაზე, რათა მას სტიმული მიეცა ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ კორუფციული საქმის გამოძიებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენს ტრამპის ყველაზე პერსპექტიულ ოპონენტად მიიჩნევენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.