თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის სწრაფი შეტყობინების სისტემა არაკვებითი პროდუქციის შესახებ RAPEX (The Rapid Alert System for Non-Food Products) აქვეყნებს საბავშვო პროდუქციის, მათ შორის, სათამაშოების ნუსხას, რომლებიც, შესაძლოა, სახიფათო იყოს ბავშვების ჯანმრთელობისთვის.
ყველაზე სახიფათო და ტოქსიკური სათამაშოების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- „ბარბის“ ტიპის თოჯინები, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე გაყალბებადი პროდუქციაა ბაზარზე და შესაძლოა შეიცავდეს მავნე ფტალატების ჭარბ რაოდენობას, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის ღვიძლსა და მის რეპროდუქციულ სისტემაზე;
აღსანიშნავია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით 2018 წელს საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობაზე ორიდან შვიდ წლამდე ბავშვების გამოკვლევა დაიწყეს, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს. სულ გამოიკვლიეს 1,6 ათასი ბავშვი. კვლევამ აჩვენა, რომ მათ 25%-ს ტყვიის მცირე შემცველობა აღენიშნებოდა, ხოლო 16%-ის სისხლში ტყვიის მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ამასთან გაირკვა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობა უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს. აღნიშნულის მიზეზის დასახელება სპეციალისტებს ჯერჯერობით უჭირთ.
კერძოდ, ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს შემდეგ რეგიონებში: აჭარა – 85%; გურია – 73%; სამეგრელო/ზემო სვანეთი – 71%; იმერეთი – 61%; სამცხე-ჯავახეთი – 32%; თბილისი – 30%; კახეთი – 25%; მცხეთა-მთიანეთი – 20%; ქვემო ქართლი – 18%; შიდა ქართლი – 21%.
კვლევით დადგინდა, რომ ტყვიის გავრცელების საშიშ წყაროს წარმოადგენენ: სამშენებლო და სარემონტო მასალები, სათამაშოები, სუნელები, კოსმეტიკური საშუალებები, სამზარეულოს ნივთები და მაისურები.
ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობასა და სხვ.
მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.