მსოფლიო დღეს

ოჯახმა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ცოცხალი შხამიანი გველი აღმოაჩინა – ვიდეო

​გველის დამჭერმა განმარტა, რომ საქმე ჰქონდათ ასპიდების ოჯახის წარმომადგენელთან, აღმოსავლურ ყავისფერ გველთან, რომელიც შხამიანობის მიხედვით მეორეა ხმელეთის გველებს შორის.
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. შხამიანი გველი რამდენიმე საათის განმავლობაში იჯდა ჩართულ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, მაგრამ გადარჩა, იუწყება Nine News Adelaide. 

გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიაში მცხოვრებმა ოჯახის წევრებმა ქვეწარმავალს მაშინ მოჰკრეს თვალი, როდესაც მანქანიდან გარეცხილი ჭურჭლის ამოღება სურდათ. მათ მაშინვე ორგანიზაცია Snake Catchers Adelaide-ში დარეკეს და გველის დამჭერი გამოიძახეს. მათი თქმით, რეპტილია, რომელიც, სავარაუდოდ, ჩამდინარე წყლის მილიდან შეძვრა მანქანაში, სულ ცოტა, 2,5 საათის განმავლობაში „ირეცხებოდა“ ჭურჭელთან ერთად.

​გველის დამჭერმა განმარტა, რომ საქმე ჰქონდათ ასპიდების ოჯახის წარმომადგენელთან, აღმოსავლურ ყავისფერ გველთან, რომელიც შხამიანობის მიხედვით მეორეა ხმელეთის გველებს შორის.

ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ გამოჰყავს სპეციალისტს ქვეწარმავალი და როგორც სვამს მას შავ ტომარაში. რეპტილიის შემდგომი ბედი უცნობია.