ყვითელი ამბები

გოზინაყის რეცეპტი გივი თარგამაძისგან – პოლიტიკოსი ფოტოებს აქვეყნებს

გოზინაყი — საახალწლო სუფრის მშვენებაა, რომელიც თაფლისა და ნიგვზისგან მზადდება. ტრადიციის მიხედვით, საქართველოში მას ახალი წლისთვის აკეთებენ.
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. მზარეულობა ბევრ ადამიანს ვერ გამოსდის, რადგან ეს ცალკე ხელოვნება და ნიჭია, თუმცა ქართველები ამ მხრივაც გამორჩეულები ვართ. როგორც გაირკვა, შესანიშნავი მზარეულია პოლიტიკოსი გივი თარგამაძეც. სოციალურ ქსელში მან მის მიერ მომზადებული გოზინაყის ფოტო და რეცეპტი გამოაქვეყნა.

„ნიგოზს ჯერ ცოტათი ხალავ, ძაან არა. მერე ჭრი. თაფლი მაწვნის ქილა 2/3, ცოტა მეტი – 1 კილო ნიგოზი. თაფლს ქვაბში ასხამ, ნელ ცეცხლზე სულ ურევ. წამოდუღებას რომ დაიწყებს, აწვეთებ ცივ წყლიან ჭიქაში. როცა წვეთი ეგრევე იკვრება, დროა და აყრი ნიგოზს. სულ ურევ, სანამ არ შეიკვრება კარგად. ამორევაზე მთელი მასა რომ წამოყვება, მზადაა. დასველებულ დაფაზე ამოიღებ და ჯერ დასველებული ხის კოვზით გაშლი, მერე დასველებული გასაბრტყელებლით დაიყვან საჭირო სისქემდე, დაჭრი რომბებად და დააწყობ თეფშებზე. სულ ესაა“, – წერს თარგამაძე.

გოზინაყი — საახალწლო სუფრის მშვენებაა, რომელიც თაფლისა და ნიგვზისგან მზადდება. ტრადიციის მიხედვით, საქართველოში მას ახალი წლისთვის აკეთებენ.