ახალი წლის წინ თბილისის ბაზრებში ათასობით ადამიანი იყრის თავს პროდუქტების შესაძენად. ადამიანები ამ დღეებში შეძლებისდაგვარად მეტს ხარჯავენ იმისთვის, რომ ნამდვილად საზეიმო და ლამაზი სუფრა გამოუვიდეთ. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტოკადრები, რა ხდებოდა „ნავთლუღისა“ და „დეზერტირების“ ბაზრებში წინასაახალწლოდ, სადაც გამალებული ვაჭრობა ადრიანი დილით იწყება და გვიან ღამემდე გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი სუპერმარკეტები და სურსათის მაღაზიები თბილისის ყველა რაიონშია, ბაზრებში მაინც „მილეთის ხალხი“ ირეოდა. თუ გსურთ შეიგრძნოთ ეს კოლორიტი, ნახეთ ჩვენი ფოტოები.