თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ქართული მედია.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.