მომავალ წელს უცხოურ ენაზე ქართველი ავტორების 17 წიგნს გამოსცემენ

პროექტის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში" ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებს საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში გამოსცემენ.
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. პროექტის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში" ფარგლებში მწერალთა სახლმა ქართველი ავტორების 17 ნაწარმოების სია გამოაქვეყნა, რომელთა უცხო ენაზე გამოცემაც მომავალ წელს დაფინანსდება, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

კერძოდ, საფრანგეთში იგეგმება შემდეგი წიგნების გამოცემა: გრიგოლ რობაქიძე „გველის პერანგი" - Ginkgo Éditeur / SARL TI Communication, პაატა შამუგია - „შიზო ლექსები" - La Traductière, ბასა ჯანიკაშვილი - „გაბრაზებული ჩიტი" - L"Espace d"un instant (Maison d"Europe et d"Orient).

ბერლინში ქართული საბავშვო ლიტერატურა წარადგინეს

გერმანიაში გამოიცემა: არჩილ სულაკაური - „სალამურას თავგადასავალი" - Handrick Verlag, დათო ტურაშვილი - „სხვა ამსტერდამი" - Weidle Verlag, ბექა ადამაშვილი - „ამ რომანში ყველა კვდება" - Verlag Voland & Quist, ეგნატე ნინოშვილი - „მოთხრობების კრებული" - POP-Verlag Ludwigsburg.

ავსტრიაში - თამარ თანდაშვილი - „მატერიკონი" - Residenz Verlag .

შვეიცარიაში - თათია ნადარეიშვილი - „ბამბუკის ტევრში" - Baobab Books.

დიდ ბრიტანეთში - ნანა ექვთიმიშვილი - „მსხლების მინდორი" - Pierene Press Ltd, ბექა ადამაშვილი - „ბესტსელერი" - Dedalus Limited.

საბერძნეთში - ბესიკ ხარანაული - „ხეიბარი თოჯინა" - Vakxikon Publications, ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგია - Vakxikon Publications

ლატვიაში - მალხაზ ჯაჯანიძე, არტურ იურკევიჩი - „დამარხული ვაზი" - Janis Roze Publishers.

უკრაინაში - გიორგი კეკელიძე - „მინიატურები" - Publishing and Printing House PE "TES".

მაკედონიაში - ეკა ტაბლიაშვილი - „პატარა ობობას საათი" - Publishing House Prozart Media.

პროექტი „ქართული ლიტერატურა თარგმანებში" საერთაშორისო გამოცემებისთვის ცხადდება და მწერალთა სახლის მიერ უცხოეთში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.