მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საახალწლო ტრადიციები – ფოტო

Sputnik

ახალ წელს მილიონობით ადამიანი ჩაიფიქრებს სურვილს და რწმენით ელოდება მის ასრულებას. რას მოაქვს ახალ წელს იღბალი? ამ კითხვაზე საპასუხოდ თქვენს ყურადღებას მსოფლიოს ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიციების რეიტინგზე მივაპყრობთ.

 

1 / 15
ახალი წელი ბრაზილიაში საზაფხულო დღესასწაულია, რადგან 31 დეკემბერს ამ ქვეყანაში სიცხეა. დღესასწაულამდე დიდი ხნით ადრე ქალაქის ქუჩებს ფერადი განათებებით რთავენ
2 / 15
ავსტრალიაში ახალი წელი აღინიშნება ხმაურიანად, განსაკუთრებით შტატების დედაქალაქებში. ყველა სადღესასწაულო ღონისძიება ღია ცის ქვეშ იმართება
3 / 15
სიდნეიში შუა ღამისას, Sydney Harbour-ის პორტში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ფოიერვერკს უშვებენ, რომლის სანახავად ყოველწლიურად მილიონი ადამიანი მიდის
4 / 15
საახალწლო დღესასწაული არგენტინაში დეკემბრის დასაწყისიდანვე იწყება. ნაძვის ხეს 8 დეკემბერს რთავენ, ამ პერიოდიდან იწყება აქტიური მზადება დღესასწაულისათვის, რომლის კულმინაციაც შობაა
5 / 15
ახალი წლის ზეიმის დროს ჩინელები ბევრ დროს უთმობენ ლოცვას
6 / 15
ახალი წლის წინ ჩინელები წინასწარ მარაგდებიან ფოიერვერკებით. სწორედ მათგან გადაიღო დანარჩენმა სამყარომ ეს ტრადიცია
7 / 15
ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია პანამაში ძალიან საინტერესოა. ისინი წვავენ ცნობილი ადამიანების თოჯინებს: პოლიტიკოსების, მწელების, სპორტსმენების, მხატვრების ან უბრალოდ საკუთარი დამსაქმებლებისას
8 / 15
რუმინეთში ახალი წლის წინა საღამოს ახალგაზრდები სახლებში დადიან, ულოცავენ და ხალისიანად მღერიან
9 / 15
საახალწლო დღესასწაულზე იაპონიაში სტუმრობენ მშობლიურ ადგილებს, ტაძრებს, სადაც ლოცულობენ და კეთილდღეობას ითხოვენ
10 / 15
შოტლანდიაში ახალ წელს ჰოგმანის უწოდებენ. უძველესი ტრადიციის თანახმად, ახალი წლის ღამეს ცეცხლმოკიდებულ კასრებს ქუჩაში აგორებენ
11 / 15
ეკვადორელები ახალ წელს ძველი წლის თოჯინას იყენებენ. მას ადამიანის ზომაზე ამზადებენ ქაღალდისგან, ნახერხისგან და ძველი სამოსისგან
12 / 15
ფილიპინებზე საშობაო პერიოდი ძალიან მხიარული და ფერადია. მთელ ქალაქში ათასობით უზარმაზარ ფრანს უშვებენ
13 / 15
ვიეტნამელები ახალი წლის წინ იძენენ პროდუქტებს, ხილს, ყვავილებს, ტკბილეულს და ტრადიციული რიტუალისთვის ემზადებიან, რა დროსაც წინაპრების ამბიონზე მსხვერპლს წირავენ
14 / 15
ახალი წლის წინა დღეს კოლუმბიის ქუჩებში ხელნაკეთი თოჯინების ტრადიციული მსვლელობა იმართება. ათობით თოჯინა, რომლებიც ძველ წელს ასახიერებენ, ავტომობილებზე მაგრდება. სწორედ ასე ემშვიდობებიან ძველ წელს ქვეყნის უძველეს რაიონში
15 / 15
ახალი წელი მიანმეში ნამდვილი მსვლელობაა, რომელშიც შერეული რელიგია, კულტურული ტრადიციები და ადათები, ასევე დღესასწაული აღნიშვნის თანამედროვე ევროპული სტილი. ტრადიციის მიხედვით, მსვლელობს მონაწილეები 31 დეკემბერს დილიდან მიდიან ტრაძარში სალოცავად