სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც მინდორშია გადაღებული. ახალდაქორწინებულები ცდილობენ, მათთვის დაუვიწყარი დღე მოგონებებად ფოტოების სახით შემოინახონ
ვიდეოში ჩანს ირემი, რომელმაც მათი იდეის განხორციელებას საფრთხე შეუქმნა. იმ დროს, როდესაც ნეფე-პატარძალი პოზიორობდნენ, ცხოველი მათ მიეპარა და თაიგულის ჭამა დაიწყო.