ტრაგედია გორთან: ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ მამა და მისი 20 წლამდე ქალიშვილი.
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. გორში, ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოდან მიმავალი და ავარიაში მოყოლილი ავტობუსის მძღოლი პოლიციამ დააკავა

შემთხვევა გუშინ საღამოს გორში, სოფელ ნაწრეტთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ  მამა და მისი 20 წლამდე ქალიშვილი. კიდევ ერთი ქალი კი მძიმე ტრამვებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი იდენტიფიცირებულია.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 10 წლამდე ვადით.