საქართველოს ძიუდოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ძმები დაუპირისპირდნენ

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართული შეჯიბრების გარდა, გამარჯვებულთა ვინაობა კიდევ ორ წონით კატეგორიაში გაირკვა
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ძიუდოს ჩემპიონატზე, რომელიც ამ დღეებში თბილისში იმართება, 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიის შეჯიბრების ფინალში ერთმანეთს ორი ძმა შეხვდა.

ტატამზე ერთმანეთს ჯაბა და ამირან პაპინაშვილები დაუპირისპირდნენ. უფრო ძლიერი აღმოჩნდა ჯაბა, რომელიც თავის ძმაზე 10 წლით არის უმცროსი. 21 წლის ძიუდოისტისათვის საქართველოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველი გახდა.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართული შეჯიბრების გარდა, გამარჯვებულთა ვინაობა კიდევ ორ წონით კატეგორიაში გაირკვა. ბაგრატ ნინიაშვილი იყო უძლიერესი 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ხოლო ფრიდონ გიგანი პირველი იყო 73 კგ-მდე კატეგორიაში.

 

კვირას, 29 დეკემბერს, გამოვლინდებიან საქართველოს ჩემპიონები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში.