ყვითელი ამბები

„აივნიდან მინდა გადახტომა... მრცხვენია რომ მაქვს საჭმელი“-ნიკოლოზ რაჭველის ემოციური წერილი

ნიკოლოზ რაჭველი – ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტია
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ტვპირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ გუშინდელ ეთერს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში არსებულმა მძიმე ეკონომიკური სურათის გაშუქებამ ძალიან დაადარდიანა.

კომპოზიტორის თქმით, აივნიდან გადახტომაზეც კი იფიქრა, რცხვენია, რომ აქვს საკვები და შეუძლია თავს უფლება მისცეს, რესტორანში ივახშმოს.

„პოლიტიკოსებზე, ბიზნესის მკეთებლებზე, ღონისძიებებსა და ნაძვის ხეებზე, უსაგნო ხარჯვებსა და გულგრილობებზე არაფერს ვიტყვი, უიმედოდ დარჩენილი ადამიანების შესახებ ნაჩვენები სიუჟეტების ფონზე რაც თავში მომდის ეთიკის ნორმებს ვერ ვუსადაგებ. მაგრამ არანაკლები დანაშაულის პასუხისმგებლობას საკუთარ თავს და ჩემნაირ ადამიანებს ვაკისრებ, რადგან თურმე ასეთი გადაცემები მჭირდება გასაცნობიერებლად, რომ მეც ერთი ჩვეულებრივი ეგოისტი ვარ“, - წერს კომპოზიტორი.

ნიკოლოზ რაჭველი – ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტია. 2001 წელს მას გადაეცა კულტურის სამინისტროს პრემია, 2012 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.