მეტროში ჩავარდნილ მამაკაცს ოპერაცია უტარდება

მამაკაცს, რომელიც დღეს მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედანზე“ ლიანდაგებზე ჩავარდა, მრავლობითი მოტეხილობა აქვს.
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnuk. მამაკაცს, რომელიც მეტრო „სადგურის მოედანზე“ ლიანდაგებზე ჩავარდა, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ოპერაცია უტარდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მეტრო „სადგურის მოედანზე“ ლიანდაგებზე მამაკაცი ჩავარდა >>

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაშავებულ მამაკაცს მრავლობითი მოტეხილობა აქვს.

მეტროს სადგურ „სადგურის მოედანზე“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებზე დღეს დაახლოებით 12:15 საათზე ჩავარდა.