ილია მეორე: უნდა ვიფიქროთ, როგორი ტაძარი ავაშენეთ სულში, აღმა ავდივართ, თუ დაბლა ვეშვებით

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წინასწარმეტყველ ანგეას (500 წ. ქრისტეს შობამდე) ხსენების დღეს აღნიშნავს
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს სულიერ ტაძარზე, რომ ვაშენებთ ხილულ ტაძრებს, უნდა ვიფიქროთ, როგორი ტაძარი ავაშენეთ სულში; უნდა ვიფიქროთ, აღმა ვეშვებით თუ დაბლა, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნებატრესმა ილია მეორემ  სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადგებისას.

მისი ღვაწლი შეუფასებელია – ილია მეორეს ქვეყანაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს

ქადაგებისას ილია მეორემ მრევლს წმინდა ანგეა წინასწარმეტყველის სიტყვები გაახსენა. მისი თქმით, წმინდა ანგეა უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო, რომელიც ხალხს მიმართავდა: „თქვენ იშენებთ სასახლეებს და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო“.

ილია მეორეს განცხადებით, ყველა ადამიანმა სულიერი ტაძრის მშენებლობაზე უნდა იფიქროს.

„ჩვენ რომ ვაშენებდით ამ წმინდა სამების ტაძარს, შევქმენით ხატები წმინდისა ანგიასი და საოცრად დაგვეხმარა, საოცარი ტაძრები აშენდა საქართველოში. ჩვენ ვმადლობთ უფალს, წმინდა ანგეას, რომ შეგვეწია. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ სულიერ ტაძარზე, რომ ვაშენებთ ხილულ ტაძრებს, უნდა ვიფიქროთ, როგორი ტაძარი ავაშენეთ სულში. უნდა ვიფიქროთ, აღმა ვეშვებით თუ დაბლა. ღმერთი გვეხმარება და ავდივართ მაღლა. შეგეწიოთ წმინდა ანგია წინასწარმეტყველი და დაგვეხმაროს სულიერი ტაძრის მშენებლობაში!“, - ბრძანა ილია მეორემ.

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წინასწარმეტყველ ანგეას (500 წ. ქრისტეს შობამდე) ხსენების დღეს აღნიშნავს.