თბილისის ზღვაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. მისი მდგომარეობა მძიმეა
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnuk. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტრაგედია გორთან: ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.