ხანძარი ქობულეთში: სოციალურად დაუცველი შვიდკაციანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებმა ნივთების გამოტანა ვერ შეძლეს, მათ ღამე ახლობლებთან გაათენეს. მერია ზარალის შესწავლის შემდეგ ოჯახს დახმარებას პირდება
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ქობულეთში, სოფელ ქაქუთში ხანძრის შედეგად რომანაძეების შვიდკაციანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

საქართველოს მთავრობამ 1 050 დევნილ ოჯახს სახლი შეუსყიდა - ოჯახი თავად ირჩევს სახლს

ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა. რომანაძეების ხის საცხოვრებელი მთლიანად განადგურებულია. ოჯახის წევრებმა ნივთების გამოტანა ვერ შეძლეს. მათ ღამე ახლობლებთან გაათენეს. ოჯახი სოციალურად დაუცველია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, მოძველებული ელექტროგაყვანილობა იყო.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახს დროებით ქირით გაიყვანენ, ხოლო კომისიის მიერ ზარალის შესწავლის შემდეგ ოჯახს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.